ხუთი დღეა, რაც დედაქალაქური “დინამო” დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ანდრეს კარასკოს გუნდი 27 იანვრამდე თბილისში გაივლის შეკრებას და ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 20 იანვარს “ლოკომოტივთან”, ხოლო 25 იანვარს “თელავთან”.
27 იანვრიდან მზადების მეორე ეტაპს დინამო თურქეთში გაივლის, სადაც 20 თებერვლამდე დარჩება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 31 იანვარს პრაღის “ბოჰემიანსს” (ჩეხეთი) შევხვდებით, 4 თებერვალს ლუჰანსკის “ზორიას” (უკრაინა) ვესპარინგებით, 8 თებერვალს მეტოქეობას ლატვიური “ვალმიერა” გაგვიწევს, 13 თებერვალს კიევის “დინამოსთან” (უკრაინა) მოვსინჯავთ ძალებს, ხოლო დასკვინითი სპარინგი 19 თებერვალს,
მოლდოვურ “ბელცისთან” გვექნება.
“დინამო” თურქული შეკრებიდან თბილისში დაბრუნდება და ჩემპიონატის გახსნამდე, რომელიც 1-ელ მარტსაა დაგეგმილი, ადგილზე მოემზადება.
fcdinamo.ge