მაკრონი აცხადებს უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების გეგმას, ამბობს, რომ შეძლებს ითანამშრომლოს ტრამპთან

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 16 იანვარს გამოაცხადა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი გრძელი რადიუსის რაკეტების და ბომბების მიწოდებას უკრაინისთვის. ამასთან, მაკრონმა მიანიშნა, რომ შეძლებდა თანამშრომლობას დონალდ ტრამპთან, თუკი ამ უკანასკნელს კვლავ აირჩევენ -ის პრეზიდენტად.
“მე ვთანამშრომლობ ლიდერებთან, რომლებსაც ხალხი მაძლევს” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
მაკრონის თქმით, იმის მიუხედავად თუ ვინ გაიმარჯვებს -ის არჩევნებში, ევროპა უნდა მოემზადოს შესაძლებლობისთვის, რომ აშშ-ის პრიორიტეტები შესაძლოა სხვაგან იყოს.
შეერთებულ შტატებს და საფრანგეთს საერთო ღირებულებები აქვთ, მაგრამ მისი “პირველი პრიორიტეტი საკუთარი თავია”, მეორე – ჩინეთიო, განაცხადა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა