იორდანეს დასავლეთ ნაპირზე რადიკალებმა მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს და ყურანი დაწვეს

პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე რადიკალმა ისრაელელებმა მოსახლეებმა მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს. Associated Press-ის ცნობით, მათ ასევე დაწვეს, სულ მცირე, სამი ყურანი. დეირ ისტიაში მეჩეთის ერთ მხარეს მუქარის შემცველი წარწერები გაჩნდა.
სააგენტო იტყობინება, რომ ს სამხედროები ადგილზე იმყოფებოდნენ, მაგრამ ინციდენტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
12 ნოემბერს ს პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა დაგმო იორდანეს დასავლეთ ნაპირზე რადიკალი მოსახლეების მხრიდან მზარდი თავდასხმები და განაცხადა, რომ მათ “წითელი ხაზი” გადაკვეთეს. ისრაელის შტაბის უფროსმა, სამირმა ასევე აღნიშნა, რომ არმია არ შეეგუება უმცირესობის დანაშაულებრივ ქცევას.
ოქტომბრის განმავლობაში ისრაელელმა ახალმოსახლეებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ სულ მცირე, 264 თავდასხმა განახორციელეს, რაც ყველაზე დიდი ყოველთვიური მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაიწყო 2006 წელს მსგავსი ინციდენტების აღნუსხვა გაერომ, რომლის ჰუმანიტარული საკითხებში კოორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ თავდასხმებმა, რომლებმაც მსხვერპლი და ქონების დაზიანება გამოიწვია, საშუალოდ დღეში რვაჯერ ხდება.
„2006 წლიდან OCHA-მ 9600-ზე მეტი ასეთი თავდასხმა დააფიქსირა. მათგან დაახლოებით 1500 მხოლოდ წელს მოხდა, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენს“, – ნათქვამია გაეროს უწყების განცხადებაში.
პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის მხრიდან დასახლებების მშენებლობა საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებას წარმომადგენს.
ფორუმი