ჟენევის მოლაპარაკებებში ვითარება უცვლელია – რით დასრულდა 65-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის შემდეგ, ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მორიგ ჯერზე მოუწოდა, ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. მოლაპარაკებები 11-12 ნოემბერს გაიმართა.
მოსკოვი მიიჩნევს, რომ მსგავსი შეთანხმების გაფორმება „იქნებოდა თბილისიდან წამოსული შემრიგებლური რიტორიკის პრაქტიკული განსახიერება აფხაზ და სამხრეთ ოს ხალხებთან მიმართებაში“.
„ასეთი ნაბიჯის აქტუალურობა მატულობს გარედან წამოსული წამქეზებლური მოწოდებების ფონზე, რომ საქართველომ სამხედრო ძალით დაიბრუნოს თავისი „სეპარატისტული რეგიონები“, ასევე ნატოს აშკარა გეგმების ფონზე, რომლებიც ეხება ამ სახელმწიფოს „ათვისებას“, მათ შორის ალიანსის მიერ, მის ტერიტორიაზე სწავლებებისა და სხვა სამხედრო საწვრთნელი ღონისძიებების ჩატარებით.“
ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „გაეროს გენერალური ასამბლეის უაღრესად პოლიტიზებული, გეოპოლიტიკური რეალიების უგულებელმყოფი რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა შესახებ“. მოსკოვი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის სხვა პლატფორმებზე განხილვა სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე „შეუძლებელს ხდის მის განხილვას ჟენევის დისკუსიების ფორმატში“.
მოსკოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დისკუსიების ჟენევიდან „სხვა, ჭეშმარიტად ნეიტრალურ, ყველა მონაწილისთვის მისაღებ ადგილას“ გადატანის აუცილებლობას. ინიციატივას ეწინააღმდეგებიან გაერო, ეუთო, ევროკავშირი და საქართველო.
მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა გენადი გატილოვი, რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი გაეროს ოფისსა და ჟენევაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია
საქართველოს დელეგაციას ჟენევაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორებიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
“საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტის ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება”, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის თანახ,ად, “რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა. შედეგად, წინა რაუნდების მსგავსად, მოლაპარაკებების 65-ე რაუნდიც ჩაიშალა”.
აფხაზური პოზიცია
მოლაპარაკებებში ოკუპირებული ს პოზიციას პირველად წარმოადგენდა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი.
მისი თქმით, ს დელეგაციამ „მოლაპარაკებების თითოეულ მონაწილემდე სრულყოფილად მიიტანა მტკიცე პოზიცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“.
ბარციცის თანახმად, მთავარი მიზანი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაა.
„საქართველოს მცდელობები, უგულებელყოს რეგიონში წარმოქმნილი ახალი რეალობები, კერძოდ, ორი მეზობელი სახელმწიფოს – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – არსებობა, აბსოლუტურად უშედეგოა. ამ თეზისს ეთანხმებიან როგორც რუსეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის დელეგაციები. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნისკენ, რომელიც გავლენას მოახდენს მრავალი ადამიანის ცხოვრებაზე“, – თქვა ბარციცმა.
შეხვედრები გალში და დელიმიტაცია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა „ადგილზე არსებული შედარებითი სიმშვიდე“ და მიუთითა, რომ სიტუაციის შემდგომ სტაბილიზაციას ხელს შეუწყობდა ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გალში შეხვედრების აღდგენა, ასევე „საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის დაწყება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რასაც მოჰყვებოდა მათი შემდგომი დემარკაცია“.
ამ საკითხზე თბილისის პოზიცია გამოხატულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში – “ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას”.
IPRM-ის შეხვედრები გალში 2012 წელს სოხუმის გადაწყვეტილებით შეჩერდა და 2016 წელს განახლდა, აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ. თუმცა მოგვიანებით კვლავ შეჩერდა. მიზეზად იქცა ენგურის ხიდის გადაკვეთის პროცედურასთან დაკავშირებული სადავო საკითხი: ქართული მხარე მტკიცედ მოითხოვდა შიდა პასპორტების/ პირადობის მოწმობების გამოყენებას, აფხაზური მხარე კი – საერთაშორისო პასპორტების გამოყენებას.
საზღვრის ფაქტობრივი დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებების თანახმად, ამ საკითხს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაციის შემდეგ განიხილავენ.
ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო, 66-ე რაუნდი, 2026 წლის მარტშია დაგეგმილი.
ფორუმი