ბალდის კანიონის მცველებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობის პირველი სართული დაიკავეს – ადგილზე პოლიცია გამოიძახეს (ვიდეო)

ბალდის კანიონის მცველებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობის პირველი სართული სრულად დაიკავეს – ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

პროტესტის რეჟიმში მყოფი მოქალაქეები სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან, ბესიკ ამირანაშვილთან შეხვედრას ითხოვენ და მოუწოდებენ სასწრაფოდ შეწყვიტოს კანიონთან დაკავშირებული, ძველი ხელმძღვანელის ვალერიან მჭედლიძის მიერ, სავარაუდო კორუფციული გარიგებით დადებული ხელშეკრულება.

  • საქმე ბალდის კანიონის 40 წლით კერძო კომპანიაზე გასხვისებას ეხება.

ბალდის კანიონის მცველები უკვე მესამე დღეა, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან, თუმცა მათ ახალი ხელმძღვანელი არ ხვდება.

ცოტა ხნის წინ, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილემ განაცხადა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი მხოლოდ სამ მათგანს დახურულ კარს მიღმა შეხვდებოდა, თუმცა მოქალაქეები მედიის გარშე შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებენ.