“სამგურალის” ოფიციალური გვერდი სასიხარულო ამბავს აქვეყნებს – წყალტუბოურ კლუბს მალე ახალი სტადიონი და საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ექნება.
საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, აშენდება უეფა-ს III კატეგორიის შესაბამისი, 6 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი, თანამედროვე დიზაინის სტადიონი…
აი, რას წერს “სამგურალის” ოფიციალური გვერდი:
“პროექტი უკვე დამტკიცებულია, ხოლო მშენებლობა (პროექტირების შემდეგ გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი) 2026 წლის აგვისტო-სექტემბერში დაიწყება. საერთო ჯამში სტადიონის მშენდებლობაზე დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.
“წყალტუბო არენა” – ახლანდელი 26 მაისის სახელობის სტადიონის ადგილზე აშენდება. სტადიონის პროექტის დამტკიცების პროცესში განსაკუთრებული როლი ითამაშა წყალტუბოს “სამგურალის” პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა.
მისი აქტიური ჩართულობისა და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს დაინტერესება და პროექტის განხორციელების მხარდაჭერა.
მიხეილ იაშვილის ინიციატივამ და ქალაქის ხელმძღვანელობის ჩართულობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ წყალტუბომ მოიპოვა უეფა-ს სტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენების შესაძლებლობა – პროექტი, რომელიც არა მხოლოდ კლუბის, არამედ მთელი რეგიონის სპორტული განვითარების ახალ ეტაპად იქცევა.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში არქიტექტურულმა კომპანია Studio 9-მ გაიმარჯვა.
პროექტის მიხედვით სტადიონზე მოეწყობა ძირითადი საფეხბურთო მოედანი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურით, ხელოვნური მოედანი მოყვარული ფეხბურთელებისთვის, ასევე მრავალი დამატებითი სივრცე, რომლებიც სპორტულ და დასასვენებელ აქტივობებს შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა კომერციულ და საზოგადოებრივ ზონებს. გარდა ამისა, სტადიონის ტერიტორიაზე გაკეთდება პადელის კორტები, ტრენაჟორების დარბაზი, სარბენი ბილიკი აღმართით, ღია სავარჯიშო სივრცე და თანამედროვე საბავშვო გასართობი მოედანი (60×40).
სტადიონის შიდა და გარე სივრცეები უეფა-ს რეგლამენტებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ და ტექნიკურად სრულყოფილ გარემოს როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მაყურებლებისთვის.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ელემენტი, რომელიც განსაზღვრულია დოკუმენტით – UEFA Stadium Infrastructure Regulations (2025).
მათ შორისაა მოთამაშეთა, ოფიციალური პირებისა და მედიისთვის განკუთვნილი სივრცეები, თანამედროვე სანიტარიული კვანძები, კვების ობიექტები და ტურნიკეტები.
სტადიონი აღიჭურვება უეფა-ს მოთხოვნებზე მორგებული სამედიცინო და ანტიდოპინგური ინფრასტრუქტურით, ხოლო ტრიბუნები და ევაკუაციის გზები შემუშავებულია Green Guide (6th edition)-ის პრინციპების შესაბამისად.
მთავარი მოედანი იქნება სტანდარტული ზომის – 105×68 მ, შესაბამისი ტექნიკური ზონებითა და თანამედროვე LED მონიტორებით. პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა მედიისა და მაუწყებლობის სივრცეების ოპტიმიზაცია.
სტადიონი აღიჭურვება სპეციალური შესასვლელებით, პრესისა და ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი სამუშაო ზონებით, პრესკონფერენციის დარბაზით, გარე ტექნიკური ზონით და UEFA Lighting Guide (2023) სტანდარტების შესაბამისი განათებით, რაც უზრუნველყოფს HD მაუწყებლობისთვის საჭირო პირობებს.
VIP ზონები დაიგეგმა მრავალფუნქციური გამოყენების მიზნით – როგორც მატჩების დღეებში, ისე სხვა სახის ღონისძიებებისთვის.
სტადიონი იქცევა ქალაქის ახალი განვითარების სიმბოლოდ – სივრცედ, რომელიც აერთიანებს სპორტს, არქიტექტურასა და საზოგადოების აქტიურ ცხოვრებას.
მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე სტადიონი შეესაბამება უეფა-ს III კატეგორიის მოთხოვნებს, მისი ინფრასტრუქტურა ადაპტირებადია IV კატეგორიის სტანდარტამდე. ეს შესაძლებლობას შექმნის, რომ წყალტუბომ მომავალში უმაღლესი დონის საერთაშორისო მატჩებსა და ღონისძიებებს უმასპინძლოს.
ასე რომ, პროექტის განხორციელების შემდეგ, ახალი სტადიონი წყალტუბოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მრავალფუნქციურ სივრცედ იქცევა”, – ვკითხულობთ “სამგურალის” გვერდზე.
ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ ახალი სტადიონი გაზრდის კლუბის სპორტულ ამბიციას იმ დონემდე, რომ ეროვნულ ლიგაში მუდმივად მაღალი ადგილებისთვის, თვით ჩემპიონობისთვისაც კი იბრძოლოს, რათა მერე წყალტუბო ევროტურნირების რუკაზეც გამოჩნდეს.
[ეროვნული ლიგა] …ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა “გაზაფხული-შემოდგომის” სისტემა?
[ეროვნული ლიგა] საჩემპიონო დავა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი
ეროვნული ლიგა. V ტური. “სამგურალი” – “იბერია 1999” [LIVE]
ისტორია დაიწერა – თბილისის “დინამომ” მხოლოდ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით ითამაშა
სოჭში გადამუშავებული ერთჯერადი ჭიქებისგან დამზადებული მოედანი გახსნეს [PHOTO]
ეროვნული ლიგა. III ტური. “სამგურალი” – “გარეჯი” [LIVE]
სტადიონი-საოცრება რაგბის მსოფლიოს თასზე [VIDEO]
წყალტუბოში სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა [PHOTO]
ბათუმის “დინამოს” სამომავლო გეგმები: 9-მილიონიანი ინვესტიცია, აქციები ფანკლუბს, ტრანსფერები…
ეროვნული ლიგა. I ტური. “სამგურალი” – “კოლხეთი” [LIVE]
პროექტი ძალიან სერიოზულია – “თელავი” ახალი სტადიონის მშენებლობას აანონსებს
“სამუშაოების სია ვრცელია” – რა პრობლემებია ქუთაისის “ტორპედოს” სტადიონზე
სტუმრების დღე: “სამგურალმა” და “გარეჯმა” მოიგეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! “იბერია 1999” პირველ ადგილს ინარჩუნებს…




