-ის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისი შვებულებაში მყოფ ფედერალურ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისმა გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომელიც ე.წ. „შათდაუნის“ გამო შვებულებაში მყოფ ფედერალურ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების მითითებას აძლევს.
„სააგენტოებმა ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოფისები სწრაფად და მოწესრიგებულად გაიხსნას 2025 წლის 13 ნოემბერს. თანამშრომლებს, რომლებიც ასიგნებების არარსებობის გამო შვებულებაში იმყოფებოდნენ, 13 ნოემბერს სამსახურში დაბრუნების მითითება უნდა მიეცეთ,“ – ნათქვამია მემორანდუმში.
დოკუმენტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ დასრულება გამოიწვია.
„შათდაუნის“ გამო, დაახლოებით 670 000 ფედერალური თანამშრომელი შვებულებაში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”