საქართველოში კრიპტო & ბლოკჩეინ ეკოსისტემის გასაძლიერებლად ასოციაცია დაფუძნდა

ახალი ერა ქართული კრიპტო ინდუსტრიისთვის – ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია FITA დაფუძნდა.
საქართველომ ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – ოფიციალურად დაფუძნდა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს წამყვან კრიპტო კომპანიებს საერთო მისიით – ხელი შეეწყოს ქვეყნის ციფრული ეკონომიკის განვითარებას.
ასოციაციის დაარსება გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს საქართველოს კრიპტო გარემოსთვის. ეს არის სიგნალი, რომ ინდუსტრიის ლიდერები მზად არიან იმუშაონ რეგულატორებთან პარტნიორობით და არა წინააღმდეგობაში, რათა ჩამოყალიბდეს გამჭვირვალე და მდგრადი მომავალი ბლოკჩეინისა და ციფრული ფინანსებისთვის.
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობითა და თვითრეგულაციის პრინციპების დაცვით, ასოციაცია გაერთიანებულ ძალას წარმოადგენს ადგილობრივ ეკოსისტემაში.
ასოციაციის მიზანი & მისია
ასოციაცია დაფუძნდა მკაფიო და მომავლისკენ მიმართული ხედვით – ხელი შეუწყოს საქართველოს კრიპტო და ბლოკჩეინ ეკოსისტემის განვითარებას თანამშრომლობის, განათლებისა და ინოვაციების გზით.
ასოციაციის მისია ეფუძნება ოთხ ძირითად მიმართულებას:
· რეგულაციები: აქტიური მონაწილეობა ეროვნულ ბანკთან და სხვა შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით ლიცენზირების ჩარჩოს ფორმირებაში, რაც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას – კრიპტო ბირჟებიდან სტარტაპებამდე.
· ცოდნა: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კრიპტო აქტივების, ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და მთლიანად ციფრული ეკონომიკის შესახებ საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და ღია დისკუსიების მეშვეობით.
· ბიზნესის მხარდაჭერა: კოლაბორაციული პლატფორმის შექმნა, რომელიც სტარტაპებს, ინვესტორებსა და კომპანიებს სთავაზობს წვდომას რესურსებსა და კვლევებზე.
· ტექნოლოგიური ინოვაცია: ბლოკჩეინზე დაფუძნებული გადაწყვეტებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა საქართველო რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბდეს.
რატომ დაფუძნდა ასოციაცია? – მომავლის საერთო ხედვა
ასოციაციის შექმნის საფუძველი გახდა საქართველოს წამყვანი კრიპტო კომპანიების საერთო გადაწყვეტილება, რომ ინდუსტრიის მომავალი ზრდა დამოკიდებულია ერთიანობაზე, გამჭვირვალობაზე და რეგულატორთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.
დამფუძნებელმა წევრებმა აირჩიეს პრაქტიკული მიდგომა – შეიქმნას ინსტიტუციური ორგანო, რომელსაც შეუძლია წარმოადგინოს სექტორის ინტერესები, შეიტანოს წვლილი პოლიტიკის ფორმირებაში და დაიცვას როგორც ბიზნესების, ისე მომხმარებლების უფლებები. ასოციაციის შექმნა გამოხატავს რწმენას, რომ თანამშრომლობა და არა დაპირისპირება არის ის გზა, რომელიც კრიპტო ბაზარს სანდოობასა და მდგრადობას მისცემს.
ეროვნულ ბანკთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ასოციაცია მიზნად ისახავს, FATF რეკომენდაციებისა და ევროპული სარეგულაციო სტანდარტების გათვალისწინებით, შესაბამისის ბიზნეს სტანდარტის ჩამოყალიბებას, რომლითაც იხელმძღვანელებენ წევრი კომპანიები რაც ბუნებრივია იქნება ხარისხის გარანტია კრიპტო მომხმარებლებისთვის.
დამფუძნებელი წევრები და ინდუსტრიის წარმომადგენლობა
ასოციაცია უკვე აერთიანებს საქართველოს ტოპ კომპანიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს კრიპტო ინდუსტრიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ასოციაციის დამფუძნებლები არიან:
· CRYPTAL
· CRYPTOMAT
· Coinmania
· CityPay
· Bitnet
· Bitanica
· Whitebit
· Coinswap
· Coinet
ასოციაცია ქმნის ერთგვარ ხიდს ინდუსტრიასა და რეგულატორებს შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაცია, ინტერესები და გადაწყვეტილებების თანხვედრა.
ასოციაციის ფუნქციები და სტრატეგიული მიმართულებები
ასოციაცია განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, შესაბამისად მისი მიზანია საქართველოს კრიპტო და ბლოკჩეინ ეკოსისტემის გრძელვადიანი განვითარება და გაძლიერება.
მისი საქმიანობა ეფუძნება მკაფიო სტრუქტურას და ძირითადი ფუნქციებია:
· ანალიზი და კვლევა: ბაზარზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, წევრთა საჭიროებების შეფასება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესწავლა სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის.
· ადვოკატირება და წარმომადგენლობა: კრიპტო ინდუსტრიის ერთიანი ხმის წარმოჩენა, წევრთა ინტერესების დაცვა და გამჭვირვალე დიალოგის უზრუნველყოფა რეგულატორებთან, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკთან.
· კოორდინაციის მექანიზმი: მუდმივი კომუნიკაციისა და კოორდინაციის სისტემის ჩამოყალიბება ბაზრის მონაწილეებსა და მარეგულირებელ სტრუქტურებს შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებისთვის.
· საერთაშორისო ურთიერთობები: გლობალური პარტნიორობის გაძლიერება ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა European Blockchain Association, OPEN Association და Crypto Valley.
· ცნობიერების ამაღლება: საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელება საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად კრიპტო აქტივების, ბლოკჩეინ ინოვაციებისა და ციფრული ეკონომიკის შესახებ.
· სერტიფიკაცია და განათლება: პროფესიული და სასერტიფიკატო პროგრამების უზრუნველყოფა იმ პირებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც კრიპტო სექტორში საქმიანობას იწყებენ.
· ფინანსური რესურსები და განვითარება: წევრებისა და სტარტაპების მხარდაჭერა დაფინანსების წყაროების, გრანტებისა და მსგავსი შესაძლებლობების მოძიებაში.
კრიპტო გარემო და მომავლის პერსპექტივა საქართველოში
საქართველო თანდათანობით ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ქვეყანა რეგიონში, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ბლოკჩეინისა და ციფრული ფინანსების განვითარებას.
ასოციაცია ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, უზრუნველყოფს, რომ რეგულაციები პრაქტიკულად აისახოს ინდუსტრიის რეალურ საჭიროებებზე და არ შეაფერხოს სფეროს განვითარება. ასოციაცია იმუშავებს როგორც ხიდი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, რათა:
· სარეგულაციო პოლიტიკის ფორმირების პროცესში წარმოაჩინოს ინდუსტრიის ხედვა და საჭიროებები.
· საქართველოს სარეგულაციო ჩარჩო FATF-ისა და ევროკავშირის სტანდარტებთან მოიყვანოს შესაბამისობაში.
· გააძლიეროს მომხმარებლის უფლებათა დაცვა და გაზარდოს გამჭვირვალობა ბაზარზე ყველა მონაწილისთვის.
· შექმნას თანამშრომლობის ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციებს და ქვეყანაში მოიზიდავს საერთაშორისო აქტორებს.
გზავნილი მომავალ წევრებს – ერთად ვქმნით კრიპტო მომავალს
ასოციაცია იწვევს ყველა კომპანიას, სტარტაპსა და ინოვატორს, რომლებიც კრიპტო ინდუსტრიაში არიან ჩართულნი, შეუერთდნენ საერთო საქმეს – საქართველოს ციფრული ეკონომიკის მომავლის შექმნას. ასოციაციის წევრობა ნიშნავს არა მხოლოდ წარმომადგენლობას, არამედ შესაძლებლობას, თავად მიიღო მონაწილეობა რეგულაციური და ტექნოლოგიური განვითარების პროცესში.
წევრობასთან ერთად, ინდივიდებსა თუ კომპანიებს მნიშვნელოვან საკითხებზე ეხსნებათ წვდომა, იქნება ეს კვლევითი მასალების გაზიარება, AML პროექტების ირგვლივ არსებული გამოცდილების მიღება, საერთო საჭიროებების ადვოკატირება თუ წევრთა ინტერესების ერთიანი დაცვა.
პროფესიონალიზმისა და საერთო მიზნის ირგვლივ შექმნილი ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაცია ხელს შეუწყობს წევრებს გახდნენ ძლიერი ქართული ციფრული ეკონომიკის შექმნის ინიციატორები და დაიცვან ინდუსტრიის შეუქცევადი განვითარება.
დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ასოციაციას ელ.ფოსტაზე: [email protected] ან ტელეფონის ნომერზე: 593 147 747 და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია როგორც ასოციაციის შესახებ ასევე მათთვის საჭირო საკითხებზე.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ