-ში დასრულდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შატდაუნი“

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერებიდან, ე.წ. შატდაუნიდან 43-ე დღეს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი მთავრობის დაფინანსების გაგრძელების შესახებ.
კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში 12 ნოემბერს, დღის ბოლოს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად კანონპროექტი მიიღეს 222 ხმით 209-ის წინააღმდეგ.
დოკუმენტი ხელმოსაწერად გაეგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შატდაუნის“ დასასრულებლად საჭირო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელებას 2026 წლის 30 იანვრამდე, 10 ნოემბერს მიიღო კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხმა მისცა რვა დემოკრატმა სენატორმაც.
მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, 100-წევრიან სენატში მხოლოდ 53 წევრი ჰყავთ და შესაბამისად, არ აქვთ ხარჯებთან დაკავშირებული კანონპროექტების მისაღებად საჭირო 60 ხმა. რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერი ჯონ თუნი დემოკრატ სენატორებს მხარდაჭერის სანაცვლოდ დაჰპირდა კენჭისყრას მათ კანონპროექტზე, რომელიც სამედიცინო დაზღვევის სუბსიდირების გაგრძელებას ეხება.
განახლება: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს და „შატდაუნი“ დასრულდა.
შეერთებული შტატების ფედერალურმა სააგენტოებმა მუშაობა იძულებით შეაჩერეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, რადგან კონგრესი ვერ შეთანხმდა მომდევნო წლის ბიუჯეტზე.
აშშ-ში ახალი ფინანსური წელი 1 ოქტომბრიდან იწყება. ამ ვადის ამოწურვამდე კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის დაფინანსების დროებით გაგრძელებას, სენატი კი 10 ნოემბრამდე ვერ ახერხებდა გადაწყვეტილების მიღებას.
რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების მთავარ საგნად იქცა დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი ამერიკელებისთვის ჯანდაცვის სუბსიდირების გაგრძელება. ამ ხარჯის შემცირება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაა.
„შატდაუნის“ გამო ფედერალური მოხელეების ნაწილი იძულებული გახდა უხელფასო შვებულებას, ნაწილი კი უხელფასოდ მუშაობას დასთანხმებოდა. მილიონობით ამერიკელს შეეზღუდა წვდომა სხვადასხვა მომსახურებაზე.
წლევანდელი „შატდაუნი“ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.
მანამდე სარეკორდოდ ითვლებოდა ს პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2018 წელს გამოცხადებული „შატდაუნი“, რომელიც 35 დღეს გაგრძელდა. მაშინ დავის საგანი იყო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა ტრამპის გეგმისთვის, რომელიც მიგრანტების შესაჩერებლად მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობას ითვალისწინებდა.
კონგრესი ორჯერ შეთანხმდა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელებაზე, რამაც 22 დეკემბრამდე გასტანა, 2018 წლის 22 დეკემბრიდან გამოცხადებული „შატდაუნი“ კი 2019 წლის 25 იანვარს დასრულდა.
ფორუმი