მაკო გომური: ვინც დღეს ამ სისტემას ყურმოჭრილი მონებივით ემსახურებიან, რომ იცოდნენ, რამხელა ორმოში არიან ჩაყრილები

მაკო გომური, რომელმაც გავრილოვის ღამეს თვალი დაკარგა სპეცრაზმელის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიით.
„ორი მხარეა: ერთი, რომ ქოცების სასამართლოს მიერ გასამართლებული ადამიანია [გახარია], მითუმეტეს რომელიც მათ წინააღმდეგ მიდის. მეორე მხარე არის ის, რომ თითქოს მაგალითივით არის — ნებისმიერ ადამიანს, ვინც ოდესმე ხალხის წინააღმდეგ წავიდა, უსამართლობაზე თვალი დახუჭა, არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სწორი მხარე აერჩია. თუ მართლა უდანაშაულო იყო იმ საქმეში (20 ივნისის საქმე ავიღოთ პირობითად), დამდგარიყო სწორ მხარეს, ეღიარებინა თავის დროზე და ჩვენთვის სასიკეთო გაეკეთებინა რამე. განა მხოლოდ ეთქვა, რომ „პასუხისმგებლობას ვიღებ“, არამედ შეეძლო, რომ საქმეშიც გამოეხატა ეს პასუხისმგებლობა.
ამ მხრივ რომ შევხედავთ, ძალიან მშვენიერი მაგალითია გახარია იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ამ სისტემას ყურმოჭრილი მონებივით ემსახურებიან, რომ იცოდნენ, რამხელა ორმოში არიან ჩაყრილები. და როდესაც ბევრი წლის მერე მოუნდებათ, დატოვონ ეს ადგილი, რა ბედიც ეწევათ. მჯერა, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც დღეს ქოცებთან ერთად არის, აუცილებლად დაუდგება ეს დღე.
გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღო [20 ივნისზე], გახარიას მხრიდან არანაირი ქმედებები არ მოჰყოლია. და რაზე აიღო პასუხისმგებლობა? ყველა ინტერვიუში, დღემდე რაც ჰქონია, იძახის, რომ შტურმი მოიგერია და ეს იყო მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი. რა იყო სწორი ნაბიჯი? შტურმის მოგერიება, რომ ხალხისთვის თვალები ამოეთხარა? სიგიჟეა.
ქოცების სასამართლოში არასდროს არ მივალ და არავის წინააღმდეგ არ მივცემ ჩვენებას“, — ამბობს მაკო გომური ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.