საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის შეკრების მესამე ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა და მასში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძე ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას.
ესპანეთთან და ბულგარეთთან გასამართი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა ოთარ კიტეიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.
ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): “ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებისთვის. მართალია, ჯგუფიდან გასასვლელად ფაქტობრივად სასწაული გვჭირდება, მაგრამ ჩვენთვის, ნაკრების თითოეული წევრისთვის, ძალიან მნიშვენლოვანი მატჩებია. გვსურს, პირველ რიგში საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ ის გუნდური სულისკვეთება ისევ დიდი რაოდენობით აქვს ამ ნაკრებს და გუნდი გააგრძლებს ზრდას. ხოლო ჩავარდნა, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, იყო დროებითი, რასაც, იმედი მაქვს, აუცილებლად გამოვასწორებთ”.
ანზორ მექვაბიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): “ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის. ძალიან რთული მატჩები გველის. ოქტომბრის მატჩების შემდეგ გარკვეული რეაბილიტაცია გვჭირდება. ბიჭები მაქსიმალურად კონცენტრირებულები არიან, რომ მოახლოებულ შეხვედრებში კარგი შედეგი ვაჩვენოთ”.
წლის ბოლო საშინაო მატჩს ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. 18 ნოემბერს კი, ნაკრები ბულგარეთს სოფიაში ესტუმრება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)
NAKREBI.GE
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! – სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
თურქეთმა ბულგარეთი გაანადგურა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
საქართველო – ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა – საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! – სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] ესპანეთი შეუჩერებელია – ბულგარეთს ადვილად მოუგო
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
საქართველოს ნაკრების მეტოქეს მწვრთნელი შეეცვალა




