იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანი – იაპონიის 30 მოქალაქისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვის გამო ტოკიომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

იაპონიის 30 მოქალაქისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვის გამო ტოკიომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, – ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, მინორუ კიჰარამ განაცხადა.
მინორუ კიჰარამ იაპონიის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ ს მთავრობის გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა.
„იაპონიის მიერ მიღებული ყველა ზომა ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან გამომდინარეობს. ბრალის თავიდან აცილების ამ მცდელობას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა კიჰარამ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყებამ გამოაცხადა, რომ ტოკიოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთი იაპონიის 30 მოქალაქეს, მათ შორის იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს ტოშიჰირო კიტამურას, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.
„ოფიციალური ტოკიოს მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით დაწესებული ე.წ. სანქციების საპასუხო ზომების ფარგლებში მიღებულია გადაწყვეტილება [იაპონიის 30 მოქალაქისთვის] რუსეთის ფედერაციაში შესვლის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები