სუს-ის თქმით, ტყეში 2017-ში მოკლული ჩატაევის სამალავი აღმოაჩინა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ იარაღის სამალავი აღმოაჩინა, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
“ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფების კუთვნილი საბრძოლო მასალის ნაწილი, მათი განეიტრალების შემდეგ, წლების განმავლობაში, ინახებოდა წყაროს მიერ მითითებულ ადგილას, რის შემდეგაც კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში მოწყობილ სამალავში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 161 ცალი ვაზნა, 3 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის – ტროტილი. ასევე პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 331-ე პრიმა, 344-ე, 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ვინ იყო აჰმედ ჩატაევი?
ახმედ რაჯაპოვიჩ ჩატაევი 1980 წელს დაიბადა ჩეჩნეთის სოფელ ვედენოში. ის ჩეჩნეთის მეორე ომში იბრძოდა ს წინააღმდეგ და იმ დროს დაკარგა ხელი. სწორედ აქედან მოდის მისი ზედმეტი სახელიც “ცალხელა”.
აჰმედ ჩატაევის ლიკვიდაცია მოხდა 2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს.
აჰმედ ჩატაევი (მეტსახელად „ცალხელა აჰმედი“) იყო საერთაშორისო ძებნილი, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა. მას ბრალი ედებოდა სტამბოლის ათათურქის აეროპორტში 2016 წლის ტერაქტის ორგანიზებაში.
ოპერაცია ჩატარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) კონტრტერორისტული ცენტრის მიერ და თითქმის 20 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციისას მოკლეს ჩატაევის ჯგუფის სამი წევრი, რომელთაგან ერთ-ერთი ოფიციალურად დადასტურდა, რომ იყო აჰმედ ჩატაევი.
დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა სამართალდამცავი უწყებების რამდენიმე თანამშრომელი.
სპეცოპერაციამ მრავალი კითხვა გააჩინა, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა საერთაშორისო ძებნილი, ISIS-ის მაღალი რანგის წარმომადგენელი, საქართველოში. როგორ მოახერხა ჩატაევმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად შემოსვლა? არსებული ვარაუდით, ისინი თურქეთიდან, ე.წ. “მწვანე ზოლით” შემოვიდნენ.
აჰმედ ჩატაევი საქართველოში მანამდეც იმყოფებოდა, კერძოდ 2012 წელს. იმ წლის 28 აგვისტოს საქართველოში, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის (“ლაფანყურის სპეცოპერაციის”) შედეგად დაიჭირეს. სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც -მ შეიარაღებულ დივერსანტებად გამოაცხადა. -ს იმდროინდელი მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძე დეილი ბისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატაევთან თანამშრომლობით კმაყოფილი იყო, მაგრამ შემდეგ ამ უკანასკნელმა “მათ წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო და დააკავეს”.
“2012 წლის აგვისტოში რადიკალი მებრძოლების ჯგუფი საქართველოდან ს ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას. ჩატაევმა თქვა, რომ ის თავის ძმებს ვერ მიატოვებდა”, – ამბობს ლორთქიფანიძე.
ჩატაევი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და მისი ფეხის ამპუტაცია განხორციელდა. მას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებაში ედებოდა.
2012-2013 წლებში “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს ჩატაევი ჯერ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა, ხოლო შემდეგ მას სახელმწიფომ ბრალდებაც მოუხსნა.
მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩატაევი ISIS-ს შეუერთდა და სტამბულის ტერაქტის უკან შესაძლოა სწორედ ის იდგა, განმარტებების კეთება მოუწიათ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს. ჩატაევის ინტერესებს სასამართლოში სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატი იცავდა, რომელსაც ადრე ნანუაშვილი ხელმძღვანელობდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ს განცხადებით, იგი წინააღმდეგი იყო, რომ ახმედ ჩატაევი პროკურატურას პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. უჩა ნანუაშვილმა კი განმარტა, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ახმედ ჩატაევისთვის ტერორიზმში მონაწილეობის მუხლით ბრალი არასოდეს წაუყენებიათ და იმ საქმეში საუბარი მხოლოდ იარაღის შენახვაზე იყო. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება, რომ იმ დროს ახმედ ჩატაევი საქართველოს შს სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირებმა შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან ე.წ. მომლაპარაკებლად გააგზავნეს. სპეცოპერაციის დროს კი იგი დაიჭრა, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით. ამ ვერსიას ჰყვებოდა თავად ჩატაევიც. მისი თქმით, ის ქართული მხარის თხოვნით შეიარაღებული ჯგუფის წევრებს შეხვდა, შემდეგ მათი დანაბარები ქართულ სპეცსამსახურებს გადასცა და ამის შემდეგ სროლა ატყდა.