Reuters – კოლუმბიამ აშშ-თან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტა

კოლუმბიამ აშშ-თან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტა, – ინფორმაციას Reuters-ი კოლუმბიის პრეზიდენტზე, გუსტავო პეტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუსტავო პეტროს ცნობით, კოლუმბიის სადაზვერვო სამსახურები აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებთან ინფორმაციის გაზიარებას იქამდე შეწყვეტენ, ვიდრე აშშ კარიბის ზღვის აუზში ნავებზე თავდასხმებს არ დაასრულებს.
„ნარკოტიკებთან ბრძოლა კარიბის ზღვის აუზის ხალხის უფლებებთან შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს“, – განაცხადა პეტრომ.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ წყნარ ოკეანეში ნავებზე დარტყმებს ახორციელებს. აშშ-ის პრეზიდნეტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ნავებს ნარკოტიკები გადააქვთ. ბოლო მონაცემებით, აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნავებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 75 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო