ს განცხადებით, ვალდებულება აქვს, BBC-ს უჩივლოს

-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მას აქვს ვალდებულება, უჩივლოს BBC-ს მისი გამოსვლის ნაწილის რედაქტირების გამო.
Fox News-თან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლა „დაჩეხეს“ და ისე წარადგინეს, რომ მაყურებელი შეცდომაში შევიდა.
„მათ შეცვალეს ჩემი 6 იანვრის გამოსვლა, რომელიც იყო მშვენიერი, ძალიან დამამშვიდებელი გამოსვლა და ისე გააკეთეს, რომ რადიკალურად ჟღერდა. სინამდვილეში, შეცვალეს. რაც გააკეთეს, საკმაოდ წარმოუდგენელი იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სამართლებრივ ქმედებებს, -ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა BBC-ს წერილი მისწერეს, სადაც აღნიშნულია, რომ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალის გამო იჩივლებენ, თუ კორპორაცია ბოდიშს არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის.
BBC-ის პასუხის გასაცემად ვადა პარასკევს, ადგილობრივი დროით 22:00 საათამდე აქვს განსაზღვრული. BBC-მ განაცხადა, რომ პასუხს დროულად გასცემს.