ზაზა ბურჭულაძე: ნეტა​, ​დღესაც​ ​ცნობენ​ ​ტაქსისტები​ ​პოეტებს​ ​თბილისში​? ​ან​ ​სადმე​ ​სხვაგან​?

​​დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა.​

არაა სწორი, ერთი კაცის დაბადების დღის მილოცვა სხვა კაცით დაიწყო, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის.​

ცოტა ხნის წინ ერთი კადრი დატრიალდა მედიაში, როგორ იჯდა რუსთაველზე, მანქანის სავალ ნაწილზე მწერალი ირაკლი ლომოური თავის გასაშლელ სკამზე, რომელსაც სულ თან დაათრევს. ეს სურათი უთუოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში: მწერალი და ტაქსი ერთმანეთის პირისპირ, როგორც ვაცები. არცერთი აპირებს დათმობას. თითქოს სადაცაა რქებით დაეჯახებიან ერთმანეთს.​

ისინი, ვინც ამ ამბავს შეესწრო, ყვებიან, ტაქსის მძღოლი მზად იყო, მწერლისთვის გადაევლოო. ეგებ ასეც გაეკეთებინა, გაესრისა მწერალი, როგორც ჩიტი, და გზა განეგრძო, სწორედ ის ამბის შემსწრენი რომ არ ყოფილიყვნენ იქვე.

სანამ ჯერ კიდევ თბილისში ვცხოვრობდი, ზაფხულის​ ​ერთ​ ​ჩახუთულ​ ​ღამით​ ​რუსთაველზე​ ​ბესიკ​ ​ხარანაული​ ​შემხვდა​. ​ჩამოვდექით​ ​თეატრის​ ​აფიშებთან​, ​მივედ​-​მოვედეთ​ ​იმიერ​-​ამიერს​. ​გაირკვა​, ​რომ ის​ ​ქეიფიდან​ ​მოხეტიალებდა​, ​მე​ ​კი​ ​უქეიფობა​ ​მახეტიალებდა​. ​ასე​ ​გვიან​ ​საით​ ​გაგიწევია​-​მეთქი​. ​შინისკენო​. ​ფეხით​-​მეთქი​? ​მა​ ​რა​ ​ვქნაო​, ​მეტრო​ ​უკვე​ ​დაიკეტა​ ​და​ ​აღარც​ ​ავტობუსი​ ​დადისო​. ​აქ​ ​მომიცადე​-​მეთქი​.

გავაჩერე​ ​ტაქსი​ ​და​ ​მძღოლს​ ​ვეკითხები​, ​ბოდიში​, ​ხომ​ ​არ​ ​გეცნობით​-​მეთქი​? ​როგორ​ ​არ​ ​მეცნობით​, ​ბატონო​ ​ზაზაო​. ​მაშინ​ ​ერთ​ ​რამეს​ ​გთხოვთ​, ​ფული​ ​არა​ ​მაქვს​, ​ჩემს​ ​ნომერს​ ​ჩაგაწერინებთ​, ​ოღონდაც​ ​ის​ ​კაცი​ ​მიიყვანეთ​, ​სადაც​ ​გეტყვით​, ​ხვალ​ ​დამირეკეთ​ ​და​, ​სიტყვას​ ​გაძლევთ​, ​გადაგიხდით​-​მეთქი​. ​მძღოლი​ ​მოჭუტული​ ​თვალით​ ​ფანჯრიდან​ ​დააკვირდა​ ​აფიშებთან​ ​მდგარ​ ​ბესიკს​ ​და​ ​უცებ​ ​მეუბნება​, ​რა​ ​ფული​, ​რის​ ​ფული​, ​ხარანაულის​ ​მიყვანა​ ​დიდი​ ​პატივი​ ​იქნება​ ​ჩემთვისო​.

მე​ ​რომ​ ​მიცნო​, ​არ​ ​გამკვირვებია​, ​ძაღლი​ ​და​ ​ღორი​ ​მცნობდა​ ​მაშინ​, ​მაგრამ​ ​ბესიკი​? ​ისიც​ ​ჩემსავით​ ​დღედაღამ​ ​ტელევიზორში​ ​კი​ ​არ​ ​იჯდა​. ​ნეტა​, ​დღესაც​ ​ცნობენ​ ​ტაქსისტები​ ​პოეტებს​ ​თბილისში​? ​ან​ ​სადმე​ ​სხვაგან​?

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს