დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
“არაბულ” ინვესტიციებს რაც შეეხება.
არასოდეს ვყოფილვარ ინვესტიციების წინააღმდეგ, ეგ კი არა 2011 წელს რომ ვანო მერაბიშვილი რუსეთიდან წამოსულ ინვესტიციებზე იძახდა სულმნათ ვესპასიანესავით, “ფულს სუნი არ უდისო” – იმაზეც არ მქონდა პროტესტი.
არც დღეს მგონია “რუსული” თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ფული პრობლემა.
მანდ პრობლემა შეიძლება იყოს თუ რა მოყვება ამ “ინვესტიციებს”. რამდენად დაზღვეულია რისკები და ასე შემდეგ.
მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის სხვაში – უფრო სწორად კი სხვებში.
“კოლექტიურ ქოცნებაში”.
პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”.
ასევე ეს ხალხი იძახდა, “დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია”-ო (ეგეთებიც ბლომად ჰყავთ – არაფერი შემშლია).
ამ ხალხმა, ამ ხალხის ტაშისკვრით და ამ პარტიამ და ხელისუფლებამ გააფორმა კონტრაქტი თურქულ კომპანიასთან “ნამახვანჰესზე” – მერე აღმოჩნდა რომ ჰესის პროექტი ხალხთან საერთოდ არ იყო შეთანხმებული, მერე აღმოჩნდა რომ კონტრაქტიც უტვინოდ იყო შედგენილი.
შედეგად ვერც ხალხთან დალაგდნენ, ვერც თურქებთან და დღეს მილიარდი გვაქვს თურქულ კომპანია “ენკა”-თვის გადასახდელი და ეს ფული ისევ ხალხის ჯიბიდან წავა.
შეგიძლიათ მენდოთ, რომ ნაღდად არ წავა პირობითად “ღარიბაშვილის” თუ სხვის ჯიბიდან.
ჰო-და, შესაბამისად, სულაც არაა დაუჯერებელი, თუ არ აქვს ნდობა ხალხს, ვინც ამდენი კორუფცია წლების განმავლობაში “დაუშვა”, რეალურად კი ყველაფერი იცოდა და ყველაფერს “აპრავებდა”, ხალხს, რომელიც არაკომპეტენტურობას და “მედღეხვალიობას” პირდაპირ ასხივებს.
მე ამ “ვაი ქართველებს” არ ვენდობი და ვერ ვენდობი, თორემ არაბი აბო ტფილელიც კი იყო (აი ხაინდრავას ეგ უნდა ეთქვა, ჭკუა რომ მოეკითხებოდეს).
ესაა “დაწურული” სიმართლე ამ თემაზე




