უკრაინის არმია: უკან დავიხიეთ ზაპოროჟიეს ოლქის ხუთ დასახლებული პუნქტიდან

უკრაინის არმიის სამხრეთის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს რეგიონის ხუთი დასახლებული პუნქტის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან უკან დაიხიეს.
უკრაინსკაია პრავდის ცნობით, პოზიციების დატოვება გამოიწვია ს ჯარის თავდასხმების გაძლიერებამ, ცეცხლის ინტენსივობის ზრდამ და პერსონალის სიცოცხლის შენარჩუნების აუცილებლობამ.
უკრაინელი სამხედროები იძულებული იყვნენ ნოვოუსპენოვსკოეს, ნოვოეს, ოხოტნიჩიეს, უსპენოვკას და ნოვონიკოლაევკას სოფლებთან მდებარე პოზიციებიდან გასულიყვნენ.
„მტერი ცდილობს ამ სოფლებში გამაგრებული ჯგუფების განლაგებას, მაგრამ უკრაინელი დამცველები მთელი ძალით ეწინააღმდეგებიან მათ მცდელობებს!“ – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობით, ასევე გრძელდება მძაფრი ბრძოლები იაბლოკოვოსთვის, რივნეპოლიესა და სლადკესთვის.
სამხრეთის თავდაცვის ძალების ცნობით, ს ჯარი აღმოსავლეთიდან ცდილობს ჰულიაიპოლეს ალყაში მოქცევას და პოკროვსკოედან მომავალი სატრანსპორტო გზების გადაკეტვას.
უფრო ადრე DeepState-ის ანალიტიკურმა პროექტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონში კატერინივკა და ზაპოროჟიეს რეგიონში ნოვომიკოლაივკა აიღო და ორივე რეგიონში რამდენიმე მიმართულებით წინ წაიწია.
უკრაინის არმია იტყობინება ასევე, დაარტყა რუსეთის ქალაქ ორსკის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით