-ის სენატი თანახმაა „შათდაუნი“ დასრულდეს

აშშ-ის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი, 41-დღიანი „შათდაუნის” შემდეგ, სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მუშაობის განახლებას.
CNN-ის ინფორმაციით, ჩატარდა კენჭისყრა მთავრობის დაფინანსების შესახებ კომპრომისის მიღებისკენ, მას შემდეგ, რაც მას 1-ელ ოქტომბერს ფედერალურ ბიუჯეტს დაფინანსება ამოეწურა. ხმები 60-40-ზე გადანაწილდა, დემოკრატიული პარტიის 8 წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიის წევრებს შეუერთდა.
საბოლოო გადაწყვეტილებას „შათდაუნის” დასრულებისა და მთავრობის დაფინანსების შესახებ წარმომადგენელთა პალატა 12 ნოემბერს მიიღებს, შემდეგ კი შეთანხმებას ხელს -ს პრეზიდენტი მოაწერს.
ახლა ჯანდაცვის სუბსიდიები უცვლელია, თუმცა ახალი შეთანხმებით, დეკემბერში კონგრესი ისევ გამართავს კენჭისყრას მათი გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ. მოქმედი კანონით, ჯანდაცვის სერვისების სუბსიდირება ძალაშია 1-ელ იანვრამდე.
მიღებული შეთანხმების მიხედვით, ფედერალური სამსახურების დაფინანსება აღდგება, რაც 30 იანვრამდე ზღუდავს დონალდ ტრამპს, ფედერალურ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებაში.
აშშ-ში „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფედერალურმა უწყებებმა მუშაობა შეაჩერეს, ვიდრე კონგრესი მათი შემდგომი დაფინანსების საკითხს გადაწყვეტდა. „შათდაუნის“ მიზეზი რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტზე შეუთანხმებლობა გახდა.
პრეზიდენტ ს რესპუბლიკურ პარტიას სენატში, ანუ კონგრესის ზედა პალატაში, სჭირდებოდა 60 ხმა, რაც საჭიროა დაფინანსების შესახებ კანონპროექტის მისაღებად და დემოკრატებთან შეთანხმება შეძლეს.
შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯანდაცვის პოლიტიკა იყო. კერძოდ, დემოკრატები უარს ამბობდნენ რესპუბლიკელების კანონპროექტის მხარდაჭერაზე და აცხადებდნენ, რომ ეს ამერიკელებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას გაართულებს.
დემოკრატები ასევე მოითხოვდნენ საგადასახადო კრედიტების გახანგრძლივებას, რაც მილიონობით ამერიკელისთვის ჯანმრთელობის დაზღვევას გააიაფებს და გააუქმებს ტრამპის მიერ Medicaid-ის შემცირებებს.
ავტორი: ნინა სიგუა