71.6%-იანი მოგება: პეპს ისტორიაში საუკეთესო შედეგი აქვს

პეპ გვარდიოლამ კვირას, “ლივერპულთან” (3:0) გამართულ მატჩში თავისი სამწვრთნელო კარიერის 1,000-ე შეხვედრა ჩაატარა. ამ იუბილესთან დაკავშირებით “მანჩესტერ სიტიმ” საინტერესო სტატისტიკა გაავრცელა. კატალონიელის გამარჯვებების მაჩვენებელი ყველა დროის გამორჩეულ მწვრთნელებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
კლუბის ინფორმაციით, გვარდიოლამ 1,000 მატჩიდან 716 მოიგო, რაც 71.6%-იან წარმატების მაჩვენებელს ნიშნავს. როგორც “სიტი” აღნიშნავს, პეპის გუნდი პრეიმერ ლიგის სტანდარტულ 38 ტურში 27 გამარჯვებას იფორმებს, ეს შედეგი კი თითქმის 2 ათწლეულია გვაწონებს თავს.
“1,000 მატჩის შემდეგ, ისტორიული მონაცემების ნაკლებობის გამო, რთულია სხვა მწვრთნელების ზუსტი შედარება, თუმცა არსებული სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ გვარდიოლას შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა,“ – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ცნობაში.
შედარებისთვის:
სერ ალექს ფერგიუსონი – 2,155 მატჩში 58.1% გამარჯვება. ჟოზე მოურინიო – 61.6%. კარლო ანჩელოტი – 59.8%. ანტონიო კონტე – 58.2%. ლუის ენრიკე – 61.3%.
1000 მატჩში გვარდიოლას გუნდებმა საერთო ჯამში 2,445 გოლი გაიტანეს – ანუ საშუალოდ თითქმის 2.5 გოლი თითო შეხვედრაში. მხოლოდ “მანჩესტერ სიტიში” მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 550 მატჩში გუნდი 1,332 გოლს დაეუფლა. კარიერის განმავლობაში პეპის გუნდებს 813 გოლი აქვთ გაშვებული, რაც შთამბეჭდავ, 1,632 გოლიან სხვაობას უდრის.
საინტერესოა, რომ “ლივერპულთან” დოკუს გოლი “სიტისთვის” პეპის ეპოქაში პრემიერ ლიგაში 850-ე გოლი იყო, მეტოქისგან კი მიღებული აქვთ – 301.
გვარდიოლამ კარიერაში ორჯერ მოიგო 9:0 – 2011 წელს “ბარსელონამ” “ჰოსპიტალეტს” სძლია, ხოლო 2019-ში “სიტიმ” – “ბერტონს”. გარდა ამისა, მას ხუთჯერ აქვს მოგებული 8:0 ანგარიშით და შვიდჯერ – 7:0.
“ეს მაჩვენებლები ნათლად აჩვენებს, რა დონეზეა პეპ გვარდიოლა არა მხოლოდ ტიტულებით, არამედ თამაშის სტილითა და შედეგების სტაბილურობით,” – ნათქვამია “სიტის” განცხადებაში.
“სამწვრთნელო საქმიანობას მალე დავუბრუნდები” – ზინედინ ზიდანი