ლეგენდარულმა ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასამართი საქველმოქმედო მატჩის წინ განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას მალე დაუბრუნდება.
“მოედანზე გასვლა და ამ შეხვედრაში მონაწილეობა ძალიან მინდა, მაგრამ გაახალგაზრდავების ნაცვლად, ვბერდებით, თანაც ტრავმის რისკი იზრდება. ასე რომ, მირჩევნია მწვრთნელის სავარძელი დავიკავო.
როდის დავუბრუნდები სამწვრთნელო საქმიანობას? მალე”, – განაცხადა ზიდანმა.
შეხსენებისთვის, ზიდანი თავის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ორი ვადით მადრიდის “რეალს” მოძღვრავდა, 2021 წლიდან მოყოლებული კი უმუშევარია. დიდი ალბათობით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, “ზიზუ” საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს.
ზინედინ ზიდანმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბი დაასახელა
“ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია” – რა თქვა ზიდანმა?
“ცხადია, ეს ყველამ იცის” – ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს
ზიდანმა განმარტა, რატომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში
ყველაფერი გადაწყდა – ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდება




