პეტერბურგში საიდუმლო თანამშრომლობის ბრალდებით პენსიონერი დააპატიმრეს

სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ დააპატიმრა 67 წლის დაღესტნელი კაცი, სისხლის სამართლის საქმით, რომელიც უკავშირდება უცხო ქვეყანასთან საიდუმლო თანამშრომლობას – ამ ცნობას ავრცელებს ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ, მიმართა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს და “შეატყობინა თავის გეგმაზე უკრაინის მხარისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია და განეხორციელებინა კონკრეტული ქმედებები, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ს ფედერაციის საომარ მარცხს” – ვკითხულობთ განცხადებაში.
პრესსამსახურის თქმით, ეფესბეს მუშაკებმა “ყველაფერი მალე შეიტყვეს”, თუმცა განცხადებაში დაზუსტებული არ არის ეს როგორ მოხდა. ამის შემდეგ შეხვედრები და მიმოწერა სპეცსამსახურების თვალთვალით მიმდინარეობდა.
დაკავების შემდეგ ბრალდებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. სასამართლომ ის 11 მარტამდე დააპატიმრა.
2023 წელს რუსეთში სულ მცირე 148 მოქალაქეს დასდეს ბრალი სახელმწიფო ღალატის, ჯაშუშობის და უცხოელებთან საიდუმლო თანამშრომლობის მუხლებით. უფლებადამცველები თვლიან, რომ რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია და რომ ამ მუხლებით დევნა გაძლიერდება 2024 წელს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“