ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ისინი თავს დაესხნენ ისრაელის სადაზვერვო შტაბს ერაყის ნახევრად ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედიამ განცხადება 15 იანვარს, გვიან ღამით გაავრცელა. რევოლუციური გვარდია ასევე აცხადებს, რომ მათ სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგაც მიიტანეს იერიში.
თავდასხმები კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ხდება, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, როცა 7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელიში მშვიდობიანი მოქალაეები დახოცა, რასაც ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაციით უპასუხა. ისრაელმა იერიშები მიიტანა ასევე ირანის მხარდაჭერილ დაჯგუფება, „ჰეზბოლას“ წევრებზე ლიბანში, იემენსა და სირიაში.
ქურთისტანის დედაქალაქ ირბილის აშშ-ის საკონსულოს მახლობლად საცხოვრებელ ზონაზე მიტანილი დარტყმის გარდა, ირანის რევოლუციის მცველთა გვარდიამ განაცხადა, რომ მათ სირიაში “ბევრი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს და გაანადგურეს ტერორისტული აქტების ჩამდენები” ირანში, მათ შორის, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებიც.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომელთა შედეგადაც 100 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. აფეთქებები გენერალ ყასემ სოლეიმანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონიზძიებაზე მოხდა. ირანმა პირობა დადო, რომ შურს იძიებდა სირიაში რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამი წევრის მკვლელობისთვის, მათ შორის, უფროსი მეთაურისაც, რომელიც სირიაში სამხედრო მრჩევლად მსახურობდა.