რუსული მედია – „ეფ-ეს-ბეს“ განცხადებით, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ „მიგ-31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის მოპარვის გეგმა აღკვეთეს

„ეფ-ეს-ბეს“ განცხადებით, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ „მიგ-31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის მოპარვის გეგმა აღკვეთეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ს უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო რუს პილოტებს 3 მილიონს ჰპირდებოდა, რათა „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტით აღჭურვილი „მიგ-31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი მოეპარათ.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად უკრაინისა და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების მიერ მასშტაბური პროვოკაციის ორგანიზების გეგმები ჩაიშალა“, – ნათქვამია „ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში.
„ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პროვოკაციის მოწყობის მიზნით, „მიგ-31“ რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში მდებარე ნატო-ს საჰაერო ბაზისკენ უნდა გაფრენილიყო, რათა მისი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდება მომხდარიყო“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: წარმოიდგინე ექვს მილიარდს დებ ქვეყანაში, იყოს ექვსი მილიონი, ჯანდაბას, ექვსი ათასი… და დაგუგლე და გაირკვა რომ ამ ქვეყანაში კორუფციისა და ფულის გაფლანგვის ბრალდებით დაიჭირეს ყოფილი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი…