შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა „შატდაუნის“ დასრულებას

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 60 ხმით 40-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ე.წ. შატდაუნის დასრულებას და ფედერალური მთავრობის სრულფასოვანი საქმიანობის განახლებას.
გადაწყვეტილება „შატდაუნის“ დაწყებიდან 41-ე დღეს, 10 ნოემბრის საღამოს მიიღეს.
ფედერალური მთავრობის დაფინანსების აღდგენის კანონპროექტი სენატიდან გაიგზავნა კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში, სადაც კენჭისყრა 12 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან. კონგრესის ქვედა პალატის მხარდაჭერის შემდეგ კანონპროექტს ხელს პრეზიდენტი ტრამპი მოაწერს და ფედერალური სააგენტოები მუშაობას განაახლებენ.
მიუხედავად იმისა, რომ 100-წევრიან სენატშიც უმრავლესობას (53) რესპუბლიკელები ფლობენ, მათ არ აქვთ ხარჯებთან დაკავშირებული კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა და შესაბამისად, აუცილებელი იყო დემოკრატების ნაწილის მხარდაჭერაც.
სენატში კანონპროექტის მიღება მოხერხდა 8 დემოკრატის მხარდაჭერის წყალობით. სანაცვლოდ მათ რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერი ჯონ თუნი დაჰპირდა კენჭისყრას დემოკრატების კანონპროექტზე, რომელიც სამედიცინო დაზღვევის სუბსიდირების გაგრძელებას ეხება.
კანონპროექტს „შატდაუნის“ დასასრულებლად სხვა დემოკრატებთან ერთად არ მიემხრო ერთი რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი.
შეერთებული შტატების ფედერალურმა სააგენტოებმა მუშაობა იძულებით შეაჩერეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, რადგან კონგრესი ვერ შეთანხმდა მომდევნო წლის ბიუჯეტზე.
-ში ახალი ფინანსური წელი 1 ოქტომბრიდან იწყება. ამ ვადის ამოწურვამდე კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის დაფინანსების დროებით გაგრძელებას, სენატი კი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებდა.
რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების მთავარ საგნად იქცა დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი ამერიკელებისთვის ჯანდაცვის სუბსიდირების გაგრძელება. ამ ხარჯის შემცირება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაა.
„შატდაუნის“ გამო დაახლოებით 1,4 მილიონი ფედერალური მოხელე იძულებით შვებულებაშია ან უხელფასოდ მუშაობს, მილიონობით ამერიკელს კი შეზღუდული აქვს წვდომა სხვადასხვა მომსახურებაზე.
წლევანდელი „შატდაუნი“ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.
მანამდე სარეკორდოდ ითვლებოდა ს პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2018 წელს გამოცხადებული „შატდაუნი“, რომელიც 35 დღეს გაგრძელდა. მაშინ დავის საგანი იყო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა ტრამპის გეგმისთვის, რომელიც მიგრანტების შესაჩერებლად მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობას ითვალისწინებდა.
კონგრესი ორჯერ შეთანხმდა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელებაზე, რამაც 22 დეკემბრამდე გასტანა, 2018 წლის 22 დეკემბრიდან გამოცხადებული „შატდაუნი“ კი 2019 წლის 25 იანვარს დასრულდა.
ფორუმი