ზელენსკი დავოსში დასავლეთს ერთიანობისკენ მოუწოდებს, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, მ დასავლეთს მოუწოდა ერთიანობისკენ ს აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, და უკრაინის დახმარებაში უპირატესობის მოსაპოვებლად რუსეთის ძალებთან მიმართებით.
“ჩვენ უნდა მოვიპოვოთ საჰაერო უპირატესობა უკრაინისთვის” – უთხრა ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს. “როგორც შავ ზღვაზე მოვიპოვეთ უპირატესობა, ამის გაკეთება შეგვიძლია. ეს შესაძლებელს გახდის ადგილზე პროგრესს… პარტნიორებმა იციან რა და როგორი რაოდენობით არის საჭირო” – დასძინა მან.
მანამდე ზელენსკიმ -ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან და ნატოს ხელმძღვანელთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრებზე ისაუბრა უკრაინის საჭიროებაზე გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა. 16 იანვარს ზელენსკი ასევე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს.
უახლოვდება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პრაქტიკულ დასაწყისს, ჩვენ შევთანხმდით კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაზე და უკრაინის კანონმდებლობის განხილვის დაწყებაზე” – დაწერა ზელენსკიმ პლატფორმაზე X, ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ.
ზელენსკის გამოსვლამდე დავოსის ფორუმის მონაწილეებს ფონ დერ ლაიენმა მიმართა – “უნდა გავაგრძელოთ [უკრაინის] წინააღმდეგობის გაძლიერება”, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.