ოთარ კიტეიშვილის “შტურმმა” “ზალცბურგს” უმასპინძლა და ფრეს (1:1) დასჯერდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გრაცელებმა ანგარიში კიტეიშვილის საგოლე პასით გახსნეს.
თუმცა ეს არ ყოფილა შედეგიანი გადაცემა კლასიკური გაგებით – “კიტე” თავად ცდილობდა გატანას, მაგრამ ბურთი მის თანაგუნდელ ლეონ გრგიჩს მოხვდა და კარში შევარდა.
ასე იყო თუ ისე, ეს კიტეიშვილის მე-2 შედეგიანი გადაცემაა მიმდინარე სეზონში. მისსავე აქტივშია 6 გოლიც. შეცვალეს 82-ე წუთზე. თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 7,9.
[VIDEO. ეროვნული ლიგა] “პოკერი”, 3 პენალტი, ავტოგოლი… “ტორპედომ” ბათუმის “დინამო” გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! “იბერია 1999” პირველ ადგილს ინარჩუნებს…




