ფიზიკური ანგარიშსწორება “ოცნების” ჩინოვნიკებს შორის – “პირველებმა” ახალი დეტალები გაარკვია (ვიდეო)

“პირველებისთვის” “ოცნების” ჩინოვნიკებს შორის ყვარელში მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ახალი დეტალები ხდება ცნობილი – როგორც ადგილობრივები “ტვ პირველს” უყვებიან, ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რესტორან “კუდიგორასთან” დაიწყო, შემდეგ კი ყვარლის ცენტრში ციხესიმაგრესთან ხელჩართულ ჩხუბში  გადაიზარდა.

  • ყვარლის ცენტრში არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, ამიტომ წესით ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა გაუჭირდეს ფიზიკურ ანგარიშსწორების დეტალების დადგენა.

“პირველებს” ადგილობრივები ეუბნებიან, რომ ლევან გელაძეს ცხვირი ქვით აქვს გატეხილი, ასევე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება სახის არეში.

ასეევე მძიმეა ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის, გივი ზაუტაშვილის მდგომარეობაც – “ტვ პირველის” ინფორმაციით, მას კბილები აქვს ჩამტვრეული.

ადგილობრივების ინფორმაციით, ყვრალის ცენტრში მოხდარი ანგარიორების შემდეგ, მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა ძმამ, სხვა პირებთან ერთად საცხოვრებელ სახლთან მოუწყეს ჩასაფრება და სწორედ აქ მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება.

დღეს დილიდან “პირველების” გადამღები ჯგუფი ყვარელში დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებს ეძებს, იმყოფებოდა მერიაში, თუმცა ლევან გელაძე ადგილზე არ დახვდა. ყვარლის მერიის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ნაცემი მერის მოადგილე სამსახურში მივიდა და მერთან ერთად ახლა გემიურ სამუშაოებს ეცნობა. თუმცა, თანამშრომლები ვერ იხსენებენ, რომელ ადგილზე წავიდა გელაძე მერთან ერთად სამუშაოების დასათვალიერებლად.

ცნობისთვის, “პირველები” დღეს დილით ტეელფონით დაუკავშირდა ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, თუმცა მან ჩხუბის და ფიზიკური ანგარიშწორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

ცნობისთვის ადგილობრივებსი თქმით, გუშინ სარამოს “ოცნების” ცინოვნიკებს შორის ფიზიკური დაპირისპირება “ილიაობის” დღესასწაულის სუფრის დასრულების შემდეგ მოხდა.

  • შეგახსენებთ, რომ გუშინ “ილიაობის” დღესასწაულზე ყვარელში , და “ოცნების” სხვა წევრები იმყოფებოდნენ.