თამო კეშელავა: ჩვენ ინვესტორის საქმეში ცხვირის ჩაყოფას კი არ ვითხოვთ… ჩვენ გვაინტერესებს ამ ღატაკმა ქვეყანამ რატომ და რა პირობებით უნდა შეათხლიშოს ამ არაბ ინვესტორს 2 მილიარდ დოლარზე მეტი, ამხელა ტყე რატომ და რა პირობებით უნდა მისცეს?

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ქოცები საწყლად წკმუტუნებენ, ინვესტორის ხელშეკრულება როგორ უნდა გაჩვენონო, ეგა ხიხიაო.
არა, გენაც, ჩვენ ინვესტორის საქმეში ცხვირის ჩაყოფას კი არ ვითხოვთ და 13 შვილიშვილის ჩამოსაყვანი ფული როგორ არ აქვს, იმას კი არ ვკითხულობთ.
ნწ.
ჩვენ გვაინტერესებს ამ ღატაკმა ქვეყანამ რატომ და რა პირობებით უნდა შეათხლიშოს ამ არაბ ინვესტორს 2 მილიარდ დოლარზე მეტი, ამხელა ტყე რატომ და რა პირობებით უნდა მისცეს? იჯარაა? ჩუქებაა? რამდენწლიანი იჯარაა? წითელ წიგნში შესული რამდენი სახეობის და რა ოდენობის ხის მოჭრაზეა თანხმობა მიცემული?
ჩვენსას ვითხოვთ, ჩვენსას, ჩვენი ფული და ტყე სად მიდის, ვის ხელში, რა პირობებით და რატომ – ამის ცოდნას ვითხოვთ, არშემდგარო ჩლუნგებო!
სიჩლუნგის თამაშსაც ცოდნა უნდა თურმე!
თუმცა, ინვესტორისაც რომ იყოს, გამჭვირვალობა და რამე, არა? იქნება და აგენტია?

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)