“ვისკის” საქმეზე დაკავებული და გირაოთი გათავისუფლებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

,ვისკის” საქმეზე დაკავებული და გირაოთი გათავისუფლებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა – ამის შესახებ “ქართლის ამბებს” ინფორმაცია გორის მერიის სპორტის სააგენტოში დაუდასტურეს.

ბორის გოგიჩაიშვილი საპატიმროდან სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. მას სიმსივნე ჰქონდა.

იგი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში, ხელმძღვანელობდა შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციას. იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.

ალკოჰოლის და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ფაქტზე დაკავებული ბორია გოგიჩაიშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგობლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო