“11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია” – “ლიონისა” და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში “ლიონმა” ს პსჟ-ის უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. მატჩი საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა, რადგან მთავარმა არბიტრმა ბენუა ბასტიენმა ბევრი საკამათო გადაწყვეტილება პარიზელთა სასარგებლოდ მიიღო, რასაც შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ოლიმპიკის” წარმომადგენლების უკამყოფილება მოჰყვა.
განხილვის საგანი რამდენიმე ეპიზოდია. ერთ-ერთი ს გოლის მომენტი, როდესაც ვიტინიასა და ტანერ ტესმანის ორთაბრძოლისას მსაჯმა პორტუგალიელი არ დააჯარიმა.
“ლიონი” ასევე დავობს ეპიზოდზე, როდესაც პსჟ-ის საჯარიმოში ლისა და ტალიაფიკოს შეჯახებისას, პენალტი არ დაინიშნა. კიდევ ერთი დაუნიშნავი თერთმეტმეტრიანის ეპიზოდი ილია ზაბარნის ხელით თამაშის მომენტია.
ყველაფერი ამის აკორდი კი მატჩის დამატებულ დროში ნიკოლას ტალიაფიკოს გაძევება იყო, რის მერეც ლუის ენრიკეს გუნდმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღნიშნულ მატჩს სოციალურ ქსელში “ლიონის” ლეგენდა ალექსანდრ ლაკაზეტი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა: “11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ არის”.
“ლიონის” მწვრთნელის პაულო ფონსეკას თანაშემწე ხორხე მასიელი უფრო შორს წავიდა და მანაც აღნიშნულ დაპირისპირებას საკმაოდ მწვავე შეფასება მისცა.
“პსჟ ევროპაში საუკეთესო გუნდია, მათ მოედანზე 16 მოთამაშე არ სჭირდებათ და თანაც VAR-საც კი არ ვთვლი”, – თქვა მასიელიმ.
შეხვედრა შეაფასა “ლიონის” ტექნიკურმა დირექტორმა მატიე ლუი-ჟანმა, რომელმაც ბასტიენის მსაჯობას კატასტროფული უწოდა და აღნიშნა, რომ მისმა კლუბმა შესანიშნავად ითამაშა.
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ლიონთან” მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე – პსჟ-მ “ლიონს” მძიმე მატჩი მოუგო
ენდრიკი, რომელსაც “რეალში” არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე – პსჟ-მ “ლიონს” მძიმე მატჩი მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ლიონთან” მატჩში?