ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში დაჟინებით ითხოვს

ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში დაჟინებით ითხოვს.
Prime time – ის ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და არწმუნებენ ბრიუსელში მაღალჩინოსნებს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს!
ცნობილი ხდება, რომ ბრიუსელში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის ვიზით გადაადგილებაზე მსჯელობენ.
წყაროს ცნობით ბრიუსელიდან, ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შესაძლოა შეშინდნენ მათზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებით, მაგრამ თავის მხრივ ოპოზიცია არწმუნებს ევროპელ ბიუროკრატებს, რომ მხოლოდ ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ ლიდერშიპზე ნულოვანი შედეგის მომტანი იქნება. თავის მხრივ, ევრობიუროკრატები აღნიშნულ პოზიციას პირიქით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საპირისპირო არგუმენტად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ თუ ქართველებმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც „გადაიტანეს“ და ამ შემთხვევაშიც არ შეცვალეს ხელისუფლება, მათი მორევა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება და ევროპიდანაც იძულებულები იქნებიან, არსებულ ხელისუფლებას ესაუბრონ!
ფოტო შექმნილია

ასევე დაგაინტერესებთ

ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში

მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ

ბაჩანა ახალაიასა და ერთ-ერთი გლუვტვინიანი ნაცპროპაგანდისტის ბოლო ინტერვიუდან ჩანს, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აღიარებს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს 4 ოქტომბერს, რომელშიც თურმე “არ მონაწილეობდა”