მედია: ჩხუბით დასრულებული “ილიაობა” ყვარელში – გავრცელებული ინფორმაციით, სუფრის შემდეგ “ოცნების” ჩინოვნიკები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

ჩხუბით დასრულებული “ილიაობა” ყვარელში – გავრცელებული ინფორმაციით, სუფრის შემდეგ “ოცნების” ჩინოვნიკები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც “პირველებს” ადგილობრივები უყვებიან, ყვარლის  “ქართული ოცნების” საკრებულოს თავმჯდომარის ძმას, სუფრის შემდეგ ყვარლის მერის მოადგილემ, ლევან გელაძემ, მანქანით გზა გადაუკეტა, რის შემდგაც მათ შორის ფიზიკური ანგარიშწორება მოხდა, რომელშიც სხვა პირებიც, მათ შორის “ოცნების” ადგილობრივი წევრებიც მონაწილეობდნენ. მოქალაქეების თქმით, იყო ქვების სროლაც.

მოსახლეობა სოციალურ ქსელში წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი თანამდებობების გადანაწილება გახდა. ყვარელში ამბობენ, რომ ლევან გელაძე სამჯერ იყო საკრებულოს თავმჯდომარე, ის ახლა მერის მოადგილედ მუშაობს და გავლენების შემცირებას ვერ ეგუება.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულები არიან ჩხუბის სხვა მონაწილეებით, მათ ძვლები აქვთ დამტვრეული, ერთ-ერთს კი ცხვირი, თავად ლევან გელაძე კი საოპერაციოა.

  • შეგახსენებთ, რომ გუშინ “ილიაობის” დღესასწაულზე ყვარელში მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი და “ოცნების” სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

ჩხუბი მოხდა გვიან ღამე, როდესაც ილიაობის” დღესასწაულის წვეულება დასრულდა. საკრებულოს თავმჯდომარის ძმას მანქანით გზა გადაუკეტა ლევან გელაძემ. გელაძე მის არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. სხვებიც მონაწილეობდნენ ამ ჩხუბში და დაზარალებულებიც ჰყავს ამ შემთხვევას. ფიზიკური დაპირისპირება იყო. ჩემმა წყარომ მითრხა, რომ ლევან გელაძე საოპერაციოა. ძალიან სერიოზული დაზიანება აქვს მიყენებული სახის არეში.  საკრებულოს თავმჯდომარის ძმა მსუბუქად არის დაზიანებულიაო, როგორც მითხრეს. როგორც მეუბნებიან, დაპირისპირება სამსახურეობრივ საკითხს ეხებოდა. შიდა დაპირისპირება იყო რაღაც. თუ აღძრული არ რის ჯერ საქმე, სავარაუდოდ, დამალეს. ეს ის დღეა დიახ, როცა მიხეილ ყაველაშვიოლი იყო ყვარელში, უბრალოდ მოგვაინებით. სუფრა იყო და ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება. ამ სუფრას მოჰყვა დაპირისპირება”, – ამბობს ნინო ხუციშვილი “პირველებთან”.

“პირველები” დღეს დაუკავშირდა ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, თუმცა მან ჩხუბის და ფიზიკური ანგარიშწორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.  ტელეფონზე არ ისურვა საუბარი ყვარლის მერმა, ილია მზექალაშვილმა. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, “პირველების” ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება შსს-ს ჯერჯერობით არ დაუწყია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან