ანგარიში: პუტინის ქალიშვილმა სამედიცინო კომპანიაში 10 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა ბოლო სამი წლის განმავლობაში

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უფროსმა ქალიშვილმა მარია ვორონცოვამ 944 მილიონი რუბლი (10,7 მილიონი ამერიკული დოლარი) გამოიმუშავა 2019 წლიდან 2022 წლამდე, როგორც New Medical Company-ის (NOMEKO) თანამშრომელმა – იუწყება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს გუნდი 15 იანვარს გამოქვეყნებულ საგამოძიებო ანგარიშში.
ნავალნის გუნდის თანახმად, ვორონცოვამ – რომელიც განათლებით ენდოკრინოლოგია – NOMEKO-ში მუშაობა 2019 წელს დაიწყო, როგორც თანადამფუძნებელმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა. გამოძიების თანახმად, NOMEKO-მ შემოსავლები ძირითადად მოიპოვა ს კომპანია Sogaz-თან თანამშრომლობით. Sogaz-ს ფლობს იური კოვალჩუკი, პუტინის ახლო მოკავშირე და რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.
NOMEKO-სგან მიღებული ხელფასის და დივიდენდების გარდა, ვორონცოვა ყოველთვიურად იღებს 110 ათას რუბლს ($1250) მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც ნომინალურადაა რეგისტრირებული ფუნდამენტური მედიცინის ფაკულტეტის თანამშრომლად – ვკითხულობთ საგამოძიებო ანგარიშში.