– პუტინი არ შეიცვლება, ის არასოდეს შეიცვლება – ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ

პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება დანაშაული ჩაიდინოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა, განადგურება და შიში მე-20 საუკუნის ომის მეთოდებია, რომლებსაც პუტინი იყენებს და მათი ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.
„ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი უკვე 2 წელია მიმდინარეობს, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის დაწყებიდან თითქმის 10 წელი გავიდა. პუტინი აგრძელებს იმ გზას, რაც მე-20 საუკუნეში უნდა დასრულებულიყო. ეს არის ომი, განადგურება და შიში, რომ კონფლიქტი არასოდეს დასრულდება. ფაქტობრივად, პუტინი ომს განასახიერებს. პუტინი არ შეიცვლება, ის არასოდეს შეიცვლება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას და სხვა აგრესორებს საშუალება დანაშაული ჩაიდინონ. მსგავსი რეჟიმები იქამდე არსებობენ, სანამ ომის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ.“- განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია