ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ენტონი ბლინკენს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ენტონი ბლინკენს და ჯეიკ სალივანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„მე სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შევხვდი და ამერიკის შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის და ლიდერობისთვის მადლობა გადავუხადე“, – განაცხადა მ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ში საერთაშორისო ინვესტიციების გაზრდის გზები განიხილა და განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის სფეროში წარმოების გაზრდას დაეთმო.
-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა, ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, ამ წელს უკრაინის თავდაცვის ძალების მთავარი ამოცანებისა და მათ მისაღწევად საჭირო საშუალებების შესახებ შევატყობინე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.