– ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან – -ში ყველას, მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდი გადაეცემა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დაწესებული ტარიფებით მიღებული შემოსავლებიდან ამერიკელების უმეტესობას 2000 დოლარი გადაეცემა.
„ის ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან! ახლა ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ყველაზე პატივცემული ქვეყანა ვართ, თითქმის ინფლაციის გარეშე და საფონდო ბირჟაზე აქციების რეკორდული ფასებით“, – წერს Truth Social-ზე.
მისი თქმით, „ტრილიონობით ოდენობის დოლარს იღებს და მალე 37 ტრილიონის ოდენობის უზარმაზარი ვალის დაფარვას დაიწყებს“.
„აშშ-ში რეკორდული ინვესტიციებია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქარხნების რაოდენობა იზრდება. მინიმუმ 2000 დოლარის ოდენობის დივიდენდი ყველა ადამიანს (მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა) გადაეცემა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?

ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება…