, შესაძლოა, FIFA-ს “სამშვიდობო პრემიით“ დააჯილდოონ

FIFA-მ, შესაძლოა, დონალდ ტრამპს თავისი პირველი “მშვიდობის” პრიზი გადასცეს, რომელიც დეკემბერში ვაშინგტონში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის დროს გაიმართება, – ამის შესახებ FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა ოთხშაბათს, მაიამის America Business Forum-ზე სიტყვის გამოსვლისას. ღონისძიებას და ლეო მესიც ეესწრებოდნენ.

იმავე დღეს ფიფამ გამოაცხადა ახალი პრემიის შექმნა: “FIFA Peace Prize — Football Unites the World“. მათ განაცხადეს, რომ ეს ჯილდო მიენიჭება პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მშვიდობის დამყარებაში და მსოფლიოს მოსახლეობის გაერთიანებაში.
მართალია, FIFA-მ ახალი ჯილდო დააანონსა, თუმცა ვერ ასახელებს, ვინ მიიღებს პრიზს. მისი ეს განაცხადი დაენთხვა ინფანტინო-ტრამპის ერთობლივ გამოსვლას მაიამის ფორუმზე, ხოლო პრიზის დანიშნულება და მიზანი ზუსტად ერგება იმ იმიჯს, რომლითაც ტრამპი საკუთარ თავს აპოზიციონირებს. დონალდ ტრამპი საკატრ თავს “მშვიდობის პრეზიდენტს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ რვა ომი დაასრულა, თუმცა ნობელის მშვიდობის პრემია მაინც ვერ მოიპოვა. ის ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერს მარია კორინა მაჩადოს გადასცეს.