რუსეთის ქალაქ ვორონეჟში თბოელექტროსადგურზე დრონებით დარტყმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში თბოელექტროსადგურზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის ცნობით, ოლქის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, თუმცა თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქ ვორონეჟში აფეთქებების ხმა ისმოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღამით ბრიანსკისა და როსტოვის ოლქების თავზე 44 დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?