ცხინვალი და მანაგუა თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] ელჩი ნიკარაგუაში ნარიმ კოზაევი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შეხვედრებს მართავს.
დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, მანაგუაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრთან და ასევე ინვესტიციების, ვაჭრობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ნიკარაგუას პრეზიდენტის მრჩეველთან.
2008 წლის აგვისტოს ომის გამო რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის [ისევე, როგორც აფხაზეთის] აღიარების შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა ნიკარაგუამ, ვენესუელმა, ნაურუმ, ტუვალუმ, სირიამ. შესაბამისად, სოხუმი და ცხინვალი მოსკოვის დახმარებით მათთან სხვადასხვა ტიპის ურთიერთობის გარღმავებაზე საუბრობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო სურგულაძე: ნებისმიერი ქვეყანა ფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა და რა დამოკიდებულება აქვს ბავშვების მიმართ, პენსიონერების მიმართ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ წამალი