მედია: ექსკლუზივი: მოპოვებულია პოლიტიკურ ლიდერებთან მიგზავნილი პოლიციელების ჩვენებები

8 ოპოზიციონერის საქმეში ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომელების იდენტური ჩვენებები დევს – “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთი სამართალდამცავი ამტკიცებს, რომ  მათზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა” აქციის მონაწილეებს, მეორე პოლიციელი კი ირწმუნება, რომ ბადრი ჯაფარიძის ჟესტებით რჩებოდა განცდა, რომ ხალხს “პოლიციაზე თავდასხმას” სთხოვდნენ.

7 გამოკითხულ პოლიციელს შორის არიან ისეთებიც, ვინც აღნიშნავს, რომ არ იცის, ვინ ისროდა პიროთექნიკას და  სხვადსხვა ნივთებს აქციაზე.

TVPIRVELI.GE გთავაზობთ იმ პოლიციელების ჩვენებებს, რომელიც საქმეში დევს:

ირაკლი ბურჯანაძე – ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომელი:

  • “აქციაზე მყოფების მხრიდან ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის და სხვადსხვა ნივთების სროლას, მაგრამ კონკრეტულად ვინ აკეთებდა ამას, არ შემიძლია  მათი ვინაობის დასახლება, რადგან არ ვიცი ვინ არიან. რაც შეეხება ცნობად სახეებს, ჩემი მორიგეობის დროს, მე ერთხელ მოვკარი თვალი ელენე ხოშტარიას თუმცა კონკრეტულად რა ადგილზე და რას აკეთებდა არ მახსოვს. რაც შეეხება სხვა ცნობად სახეებს მე არ მახსენდება ვინმე მენახოს”.

გიორგი ჭიკაძე – ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომელი:

  • მე არ შემიძლია, გითხრათ ვინ იყო ამ აქციის ორგანიზატორი ან ლიდერი. პოლიტიკოსები რომლებიც იმყოფებოდნენ აქციაზე, ისინი ჩანან ტელევიზიის კამერების ობიექტივში. მე გადავადგილდებოდი სხვადსხვა ტერიტორიაზე   და ზუსტად მათი ვინაობა არ მახსოვს”.

 ნუგზარ საათაშვილი – ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომელი:

  • “ძალადობრივი შეტაკებების დროს ბევრი პოლიტიკოსი დავინახე მათ შორის , , ,ბადრი ჯაფარიძე, გიორგი გახარია, ერთხელ დავინახე ც. იყვნენ სხვა პოლიტიკოსებიც. ჩემს მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები გასცემდნენ მითითებებს და აქციის მონაწილეებს – მოუწოდებდნენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისკენ”.

 ნიკა სახელაშვილი  – ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომელი:

  • “აქციის მოანაწილები მითითებას იღებდნენ   პოლიტიკოსებისგან. მე სიტყვები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მათი ჟესტიკულაციით ვხვდებოდი, რომ აქეზებდნენ შეკრებილებს და მოუწოდებდნენ  ძალადობისკენ. ჩვენს მიმართ შერაცხყოფის მოყენების, და ნივთების სროლის მითითებას   აქციის მონაწილეებს ძლევდნენ  – მელია, გვარამია, ლელოს ლიდერები – ჯაფარიძე ხაზარაძე და ასევე გიორგი გახარია”.

პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ.
მათგან ექვსი ახლაც პატიმრობაშია.

წყარო