[საუბარი იმაზე, რომ ღარიბაშვილმა მილიონები მოიპარა] ასეთი რამ მე არ გამიგია. ჩვენ ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რომ სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონები მოიპარა.
მეუფე იაკობმა ასევე ისაუბრა, იმ ფოტოზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წაყენების შემდეგ მან თავის სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„[ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით] პოსტი არ დაგვიდია, სურათები დაიდო. ჩვენ მეგობრები ვართ, ვმეგობრობთ. [საუბარი იმაზე, რომ ღარიბაშვილმა მილიონები მოიპარა] ასეთი რამ მე არ გამიგია, მოპარვაზე არ გამიგია არაფერი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
კითხვაზე, სჯერა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის ბრალდების, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ მას ღმერთის სჯერა. ამასთან, ასევე კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ პროკურატურის ბრალდებაზე მას და ღარიბაშვილს შეხვედრისას არ უსაუბრიათ, რადგან „ეს სასაუბროც არ არის”.
„მე ღმერთის მჯერა. არაფერია, დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება ვნახოთ. [ირაკლი ღარიბაშვილს] რა უნდა ეთქვა? ეს სასაუბროც არ არის, რა თემაა…. წადით, პროკურორს ჰკითხეთ. რას ამბობენ ირაკლი ღარიბაშვილზე, არ ვიცი. მე გითხარით, ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ყოფილი პრემიერის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში დადებული ფოტოების გამო საპატრიარქოსგან შენიშვნა მიიღოს, სასულიერო პირი ასე პასუხობს: „მე? ვინ უნდა მითხრას? რა საპატრიარქოში, კარგით, რა…”,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.
რც შეეხება სუს-ის ყოფილს უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, სასულიერო პირი ამბობს, რომ ლილუაშვილს არც იცნობს. [გრიგოლ ლილუაშვილთან] ნაცნობობაც არ მქონდა“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.




