„შეშფოთებულები ვართ“ — სახდეპი „ოცნების“ მიერ 8 ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ წარდგენილ ახალ ბრალზე

-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ვაშინგტონი შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ნებისმიერი ქმედებით, რომლებიც “ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“. ამის შესახებ კომენტარი ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ წარდგენილი ახალი ბრალის შესახებ სახდეპიდან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ გააკეთეს.
„როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, „დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი”, — აცხადებენ სახდეპში.
„სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით“, რაც ოპოზიციური პარტიების 8 ლიდერის წინააღმდეგ დაიწყო, ლელოს წარმომადგენლებს, სა და ბადრი ჯაფარიძესა მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით გირაო გასულ ღამით, შეეფარდათ. მათ რეჟიმი საბოტაჟის მოწყობის მცდელობას ედავება. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა და გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განსაზღვრა.
„სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში“ ბრალდებული დანარჩენი ოპოზიციონერები, , ელენე ხოშტარია, ზურა გირჩი ჯაფარიძე, , და , „ქართულ ოცნებას“ ისედაც პატიმრობაში ჰყავს. მათ მიმართ პროკურატურა, უწყების თქმით, „ინდივიდუალურად იმსჯელებს“ აღკვეთის ღონისძიების მიზნებსა და საფუძვლებზე, როდესაც ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ. წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერს ჩაინიშნა.
ოპოზიციის ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო: უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებებით.
პროკურატურის თქმით, ოპოზიციური ლიდერები, „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, აწვდიდნენ ინფორმაციას უცხო სახელმწიფოებს, რის შედეგადაც „300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“ სანქციები დაუწესდათ.
პროკურატურა ოპოზიციის ლიდერებს ასევე ბრალს სდებს სახელმწიფოს „კანონიერი ხელისუფლების“ დამხობის მცდელობაში.
გენერალური პროკურორის განცხადება და ოპოზიციონერების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები წაიკითხეთ ვრცლად ბმულზე.
· მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით.
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და ს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
· ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
· ს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ბრალდებით. ამავე მუხლით წარედგინებათ ბრალი სა და ს.