მედია: საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გეგმავს პროკურატურა პოლიტიკოსების მიმართ?

საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გეგმავს პროკურატურა ს, ს, გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას, ზურა გირჩი ჯაფარიძის და ს მიმართ? – ეს კითხვა “ტვ პირველის” ჟურნალისტმა 8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლის სამართლის საქმის პროკურორს, არჩილ ტყეშელაშვილს დაუსვა.

  • შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ “ძლიერი საქართველოს” ლიდერების – ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიმართ მილიონ-მილიონი ლარის გირაო მოითხოვა. დანარჩენი 6 ოპოზიციონერი ლიდერი ციხეშია, სწორედ ამიტომ, ახლა საინტერესოა, რა ბედი ელით მათ აღნიშნული საქმის ფარგლებში მას შემდეგ, რაც ციხეს დატოვებენ.

ტყეშელაშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ ყველა ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ ინდივიდულაურად იხელმძღვანელებს.

ყველა ბრალდებულის მიმართ პერსონალურად, ინდივიდუალურად განიხილება, სახეზე არის თუ არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძვლები.  როდესაც არსებობს კონკრეტული მიზნები და საფუძვლები, მაშინ ვიყენებთ აღკვეთ ღონისძიებას, კერძოდ, თუ არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებებს, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ეს ფასდება ზუსტად იმ დროს, იმ გარემოებაში, რა დროსაც ამ გადაწყვეტილების მიღება გვიწევს“, – განაცხადა პროკურორმა.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  •  – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •   – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • , ნიკა მელია,  და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.