რუსეთის მთავრობა ცდილობს ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებზე დრონების თავდასხმების შედეგად, ბაზარზე წარმოქმნილი საწვავის დეფიციტის შემცირებას ყველა შესაძლებლობით.რუსეთის ხელისუფლება ემზადება, დაუშვას ბენზინის წარმოებაში სპირტის გამოყენება, რათა გაზარდოს საწვავის მიწოდება – წერს საერთაშორისო ეკონომიკური მიმომხილველი გოგიტა სურამელაშვილი The Moscow Times-ზე დაყრდნობით.
«Интерфакс»-ზე დაყრდნობით, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლებიც გააუქმებს აქციზის გადასახადს დენატურირებულ ეთილის სპირტზე, რომელიც გამოიყენება AI-92 ბენზინის წარმოებაში.
ეს ღონისძიება მიზნად ისახავს სპირტის გამოყენებით, ბენზინის წარმოების მომგებიანობის გაზრდას და აუცილებელია ბაზარზე ბენზინის არასაკმარისი მარაგის შესავსებად – განმარტავს «Интерфакс».
ფინანსთა სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა მომავალი წლის ბიუჯეტის კანონში, რომელსაც ამჟამად სახელმწიფო სათათბირო განიხილავს.ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს ბენზინში სპირტის შემცველობის 10%-მდე გაზრდის უფლება ექნებათ (ამჟამად ის 1,5%-ზე მეტი არ არის). ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, ეს შიდა ბაზარზე საწვავის მიწოდებას თვეში 100 000 ტონით გაზრდის – წერს რუსული «Коммерсант»-ი.
ეთილის სპირტის გარდა, ენერგეტიკის სამინისტრომ შესაძლოა მოხსნას მონომეთილანილინის (MMA) გამოყენების აკრძალვა – ოქტანობის გამაძლიერებელი დანამატი, რომელიც ზრდის წარმოებას.მაღალი ტოქსიკურობისა და კიბოს რისკების გამო, ის აკრძალულია ბევრ ქვეყანაში. რუსეთში 2016 წლამდე გამოიყენებოდა – წერს The Moscow Times.




