ტრამპმა ორბანს უთხრა, რომ პუტინთან სამიტი გაუქმდა უკრაინაში ომის გაგრძელების გამო

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება გახდა მიზეზი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ბუდაპეშტში დანიშნული სამიტის გაუქმებისა – განაცხადა -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე.
“მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ ჯერჯერობით უბრალოდ არ უნდათ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა” – თქვა ტრამპმა.
-ის პრეზიდენტმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ პუტინთან შეხვედრა ბუდაპეშტში მაინც გაიმართოს.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ უნგრეთი კვლავაც მძლავრადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე, რადგან ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. აშშ-ში ამუშავებენ ბუდაპეშტის შესაძლო სანქციებიდან გათიშვის საკითხს, რათა მას დარჩეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შესაძლებლობა.
პარალელურად, უნგრეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესმა კომპანია MOL-მა ორბანის ვაშინგტონში ვიზიტის წინ განაცხადა, რომ შეუძლია რუსეთის ნავთობი 80 პროცენტამდე მოცულობით ჩაანაცვლოს სხვა წყაროებიდან მიღებული საწვავით. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Bloomberg-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?