საქართველოს ნაკრებისა და “ბორდოს” შემტევი ზურიკო დავითაშვილი საქართველოსა და შოტლანდიის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მამა გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. ახალშობილს დათი დაარქვეს.
გუშინ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ზურიკოს საფრანგეთში დაბრუნებისა და ოჯახთან ერთად ყოფნის უფლება მისცეს, რადგან რამდენიმე საათში მამა უნდა გამხდარიყო, თუმცა ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად დარჩა.
Sportall.ge-ს ადმინისტრაცია ულოცავს დავითაშვილსა და მის ოჯახს ამ განსაკუთრებულ დღეს.
Ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს!
აი კაცი,შესთავაზეთ შეკრებიდან განთავისუფლება და უარი თქვა.აი პატრიოტიზმი დასაფასებელი საქციელი და არა ის რო დავიღალეო…და ამის წარმატება უფრო სასიხარულოა ვიდრე იმისა დღემდე რო ისვენებს.
P.S. ისვენებენ(უფრო სწორედ-ის მეორეც ხო ისვენებს)