აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება

ეს ქვეყანა ჩვენია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, – ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეები 345-ე დღეა იკრიბებიან.
მათი განცხადებით, სინდისის პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ხელისუფლებამ ყველა კანონი სათავისოდ მოირგო და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდები ციხეში გაუშვა.
„უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს და პროტესტში მიიღოს მონაწილეობა. პატრიოტებს, რომლებიც საპატიმროებში იმყოფებიან, მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ. ქვეყანას სჭირდება გადარჩენა. ქვეყანაში ავტორიტარიზმი მყარდება“, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო