პროკურორი – ფარული ჩანაწერის ფიგურანტები არიან ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე სხვებთან ერთად – საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში მოქმედი ინტერესთა ჯგუფები აძლევენ დავალებას, გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, თითქოს საქართველოს არღვევს სანქციებს

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ფარული ჩანაწერის ფიგურანტები არიან „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე, „უკრაინაში მოქმედი დაინტერესებული პირების დავალებით ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას და მიზნად ჰქონდათ ხელისუფლების უკანონო გზით შეცვლა“.
„ფარული ჩანაწერის ფიგურანტი პირები არიან ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სხვა პირებთან ერთად. საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში მოქმედი ინტერესთა ჯგუფები მათ აძლევს დავალებებს, რომ შეაგროვონ და გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია და ცრუ ნარატივები, თითქოს საქართველოს სახელმწიფო არღვევს სანქციებს და აკრძალულ იმპორტულ ტვირთს იღებს საქართველო და ასევე საქართველოს საჰაერო საზღვარი გამოყენებული იყო რუსეთისთვის საბრძოლო დრონების მისაღებად. ეს ინფორმაცია იყო სიცრუე და გამოგონილი და ამ ინფორმაციას მიზანმიმართულად აგროვებდნენ და ავრცელებდნენ. მათი მიზანი იყო ამ უკანონო და დანაშაულებრივი მეთოდებით მომხდარიყო კანონიერად არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მათთვის ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მოსვლა“, – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან