ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სხვენი დაიწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მახინჯაურში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სხვენი დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის დროს, სახლში მყოფებმა შენობის დატოვება დროულად მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. მათი ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო